LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

119
A still from Taming the Garden by Salomé Jashi, an official selection of the World Cinema Documentary Competition at the 2021 Sundance Film Festival. Courtesy of Sundance Institute.

All photos are copyrighted and may be used by press only for the purpose of news or editorial coverage of Sundance Institute programs. Photos must be accompanied by a credit to the photographer and/or 'Courtesy of Sundance Institute.' Unauthorized use, alteration, reproduction or sale of logos and/or photos is strictly prohibited.

,,მოთვინიერება” (Taming the Garden) სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგება  31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის მეორე ჩვენება დაგეგმილია 2 თებერვალს.

,,მოთვინიერება” წარმოდგენილია კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition).

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც ფესტივალი ცნობილი ამერიკელი მსახიობის – რობერტ რედფორდის კომპანიამ დააარსა. წლების განმავლობაში სანდენსის კინოფესტივალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც  მსოფლიოს გამორჩეულ დამოუკიდებელ ფილმებს აცნობს. ასევე, სანდენსს უკავშირდება არაერთი გამორჩეული რეჟისორის, ოპერატორისა თუ კინოვარსკვლავის აღმოჩენა.

ფესტივალის ორგანიზატორები წელს მაყურებელს სრულიად გამორჩეულ თავგადასავალს ჰპირდებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა შერეული ფორმატით გაიმართება (როგორც ონლაინ, ასევე რეალური დასწრებით). სანდენსის კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვება უმასპინძლებს 72 სრულმატრაჟიანი ფილმის ჩვენებას 29 ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები