სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკის“ შეკითხვას პასუხობს, თუ რატომ ვერ ხედავს საზოგადოება, როგორია ის ოჯახში:
„სოციალურ ქსელში არასდროს ვდებ ჩემი პირადი სივრცის დეტალებს, არასდროს ვაჩვენებ საზოგადოებას ჩემი ოჯახური ცხოვრების რუტინას, ბავშვებს, ქმარს, რადგან ვთვლი, რომ რაღაცები შენთვის უნდა დაიტოვო. ვინც სოციალურ ქსელში მიყურებს, შეიძლება ფიქრობდეს, ამას რა ენაღვლება, მხოლოდ საკუთარი თავის მოვლაზე ფიქრობსო. რეალურად კი საჭმელსაც ვაკეთებ, ოთხ შვილსაც ვუვლი. არ ვაკეთებ აფიშირებას, როგორ ვუვლი ჩემს ოჯახს. როდესაც ჰარმონიაა ოჯახში, არ არის ამის საჭიროება, რომ ეს გამოიტანო და გააპიარო. არ მინდა, ნეგატიური ემოციები მოვიზიდო. მირჩევნია, იცოდნენ, სად ვიკეთებ ფრჩხილს, სად ვუვლი თმას, სად დავდივარ საყიდლებზე, ვიდრე ის, როგორი ვარ ოჯახურ გარემოში…“