LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „ჩემდა სამარცხვინოდ, წლებია, წიგნი არ წამიკითხავს…“

344
სალომე

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „გზასთან“ წიგნების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთმა ცნობილმა ადამიანმა ავტობიოგრაფიული  წიგნის გამოცემა ურჩია – „სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა: ძალიან სულელურად იქცევი, რომ წიგნის გამოცემა არ გინდა, რადგან შენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი დეტალია, რაც ალბათ ცხოვრებისეულად ბევრს დაეხმარებაო. მაგრამ ჩემი მხრიდან წიგნის დაწერა ძალიან ხმამაღალი განაცხადი მგონია, რადგან ალბათ, წიგნის დაწერას უფრო მეტი რამ სჭირდება, ვიდრე ამ ეტაპზე დაგროვებული მაქვს.

სამაგიდო წიგნი გაქვს?

ჩემდა სამარცხვინოდ, წლებია, წიგნი არ წამიკითხავს. ერთადერთი, მახსოვს, როცა ორსულად ვიყავი და უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა, რადგან მაშინ დიდად აქტიური ვერ ვიყავი, რაღაც რომანი ვიყიდე და მისი კითხვით თავს ვირთობდი… რომანის სახელი არ მახსოვს, რადგან კოვიდის გადატანის მერე ლამის მხოლოდ ის მახსოვს, რომ სალომე მქვია (იცინის). რეალურად, ამ პრობლემამ უკან დამხია… იმედია, მოგვარდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები