ცნობილი ქართველი მოდელის სალომე ღვინიაშვილის მიერ შექმნილი სამოსის შეძენა მსურველებს 7 დეკემბრიდან შეეძლებათ. კოლექციის პრეზენტაცია კი დღეს სასტუმრო “Rooms”-ში გაიმართება, სადაც მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ წარმოდგენილი ნამუშევრები.
როგორც ღვინიაშვილმა ,,ფორტუნას’’ განუცხადა მაღაზია სალონი, სადაც ამ ბრენდით სხვასდხავა სახის კოლეციები გაიყიდება აბაშიძის #42-ში განთავსდა.
ბრენდი „სალომე ღვინიაშვილი“ 2015 წელს შეიქმნა და ის აერთიანებს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ბრენდი გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე.