LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი საკუთარ ჩვენებაზე ლგბტ სამაჯურით წარდგა (ფოტო)

164

2 ნოემბერს, „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, სალომე ღვინიაშვილის კოლექციის ჩვენება შედგა. დიზაინერმა ახალ ნამუშევრებში შავი, ბეჟი, თეთრი, იისფერი გამოიყენა, მკაცრი ხაზების პიჯაკებსა და მოსაცმელების პარალელურად, მის ნამუშევრებს შორის ნახავთ ძალიან ჰაეროვანი შიფონის კაბებსაც…

ჩვენება მნიშვნელოვანი გამოდგა სხვა კუთხითაც. მაყურებლის წინაშე კოლექციის ბოლო მოდელის შემდეგ, თავის დასაკრავად, თავად დიზაინერი გამოვიდა. მას შავ სამოსზე ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამაჯური ეკეთა.

დიზაინერმა ამითი საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა სექსუალური უმცირესობების მიმართ და მათი ჩაგვრის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

სალომე ღვინიაშვილი fortuna.ge-ს ესაუბრა.

სალომე:

ვფიქრობ, ჩემს ამ ნაბიჯზე კომენტარი ზედმეტია. რასაკვირველია, გამოვხატე ჩემი ემოცია იმ მოვლენების მიმართ, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ხდება. გამოვედი ჩვენებაზე სამაჯურით და ამით მგონი, ყველაფერი ნათქვამია.

ელოდები კრიტიკას?

კრიტიკას ველოდები როგორც კოლექციასთან, ასევე სამაჯურთან დაკავშირებითაც. თუმცა, მინდა აღვნიშნო ის დიდი სიყვარული, რაც ამ ნაბიჯის შემდეგ ადამიანებმა გამოხატეს. როცა ამ სამაჯურით ჩემი ფოტო დაიდო სოციალურ ქსელში, უამრავმა ადამიანმა გამომიგზავნა დამეგობრების თხოვნა და მომნიშნეს ამ ფოტოზე, ძალიან გაკვირვებული ვიყავი ასეთი მხარდაჭერით. მივხვდი, რომ ისე ძალიან აღარ ბნელა ჩვენს ქვეყანაში…

კოლექციაზეც გვითხარი რამდენიმე სიტყვა…

კოლექციაში ავსახე რომანტიკული განწყობები, შევარჩიე ქალური სტილი, ძირითადად, უფრო კლასიკური. დღევანდელი ჩვენი რეალობა ძალიან ქაოსურია. ქალები ვემსგავსებით კაცებს, ცხოვრების სტილითაც და ჩაცმითაც. ვფიქრობ, ქალებმა საკუთარი სახე არ უნდა დავკარგოთ და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ რომანტიზმი, რაც ყველა ქალბატონს სჭირდება. კოლექციაც რომანტიკულია და მუსიკაც ასეთივე ავარჩიე (იღიმის).

პ.ს. კოლექციის ფოტოები ეკუთვნის ფოტოგრაფ გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები