მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა. სალომე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი დიდი წარმატება ქართულ ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ.
გთავაზობთ სპორტსმენის სტატუსს:
კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli
https://www.facebook.com/sali.pazhava/posts/2200249303637961