ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ახლახან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა. როგორც „სარკესთან“ ამბობს, თავის მეწყვილეს, გაჩეჩილაძეების დინასტიის წარმომადგენელს, რატის, თვალდახუჭული ენდობოდა.
“ცეკვავენ ვარსკვლავების” X სეზონის გამარჯვებულები სალომე ფაჟავა და რატი გაჩეჩილაძე გახდნენ
სალომე ფაჟავა სიყვარულის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად მის გვერდით არავინაა:
„შეყვარებული არ მყავს. საკონკურსოდ არ შემინიღბავს, ეს რეალობაა…
თაყვანისმცემელი ბიჭების რაოდენობა სამ თვეში ალბათ საგრძნობლად გაიზარდა.
შეიძლება, მაგრამ ამისთვის მართლა არ მქონია დრო. გამორიცხული იყო, ამ სამ თვეში პაემანზე მეფიქრა…“
როგორც ტანმოვარჯიშე აღნიშნავს, ბათუმში ბინის მოგებით ოცნება აისრულა და როგორც კი ის მზად იქნება, ყველა კონკურსანტს დაპატიჟებს.
ვიდეო: სალომე ფაჟავას „ცდო“, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა: „ლამის ბიჭებს აჯობა!..“