სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ბოროტად სარგებლობდნენ. „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულმა ჩარკვიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რჩეულიშვილების ოჯახს წერილი გამოუგზავნა.
”მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუბარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე – დღეს, ხვალ”, – წერს ჩარკვიანი.