ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა გამართეს. დიდი ხანია, დუეტის ჩაწერა სურთ და ეს მათი პირველი დუეტია, რომლისთვისაც მელოდია კონკრეტულად მათთვის დაიწერა. ნოდიკო და სალომე fortuna.ge-ს ესაუბრნენ.
სალომე:
როგორც იქნა, შედგა დუეტი, რომელზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ.
ნოდიკო:
სულ ვეუბნებოდით ერთმანეთს, დუეტი ხომ უნდა ჩავწეროთო, მაგრამ ისე გავიდა წლები, რომ ამ ამბავს თავი ვერ მოვაბით.
სალომე:
შეგვისრულებია დუეტებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენთვის დაწერილი, ამიტომაც გვინდოდა და ვიბრძოდით ჩვენი დუეტისთვის. ვიდრე ამ სიმღერის პრემიერა შედგებოდა, ჩვენთვის გია მაჭარაშვილმა დაწერა საახალწლო დუეტი, თუმცა ის ჯერ არ ჩაგვიწერია, ახალი წლის კონცერტზე ცოცხალი თანხლებით შევასრულეთ. ძალიან კარგი, როგორც გია მაჭარაშვილს სჩვევია, ჰიტური კომპოზიცია შექმნა და ამან დიდი სტიმული მოგვცა, რომ კიდევ ერთი დუეტი შეგვესრულებინა. ვრცლად