სალომე ბაკურაძე ოჯახური ცხოვრების შესახებ „სარკესთან“ საუბრობს. მისი ქმრის ქალიშვილი, ელენე ბასლანძე ახლახან სტუდენტი გახდა და ის ამერიკულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ნიუ ჯერსიში მდებარეობს, 80 000-დოლარიანი გრანტით მიიღო.
სალომეს ელენესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს:
„ლაშასთვის პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ როგორ გავუგებდით ერთმანეთს. როგორც კი დაინახა ელენესგან და ჩემგანაც, რომ ეს ურთიერთობა თავისთავად და ბუნებრივად აეწყო, ის ნამდვილად ბედნიერი იყო. ელენე თავად გამოხატავდა სურვილს, რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ასეთი ურთიერთობა იმის დამსახურებაა, რომ ორივე მხრიდან იყო ამისსურვილი. ელენეს რომ არ მოენდომებინა, მე რაც უნდა ინიციატივა გამომეჩინა, ასე იდეალურად არ აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა…“