ჟურნალისტი სალომე ასათიანი წერს იმ სოციალური უთანასწორობის შესახებ, რომელიც სლოგანმა #დარჩისახლში გამოავლინა.
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,მოვა დრო და ამ “დარჩი სახლში” ლოზუნგს რომელიმე სოციოლოგი აუცილებლად გამოიყენებს მძვინვარე უთანასწორობის და უსამართლობის გასაანალიზებლად. ინტერნეტი წაიღო სუპერმდიდარი “სელებრითების” ვიდეოებმა, რომელიმე ოკეანის ხედის ფონზე, სასახლეებიდან რომ მოგვიწოდებენ, შინ დავრჩეთ და საკუთარ თავს მედიტაციურად ჩავუღრმავდეთ სიმშვიდის და “ცენტრის” მოსაპოვებლად.
საშუალო კლასი – ვისაც გაუმართლა და სამსახური ჯერ კიდევ აქვს – ბინებშია გამოკეტილი, სტრესში, და დაძაბულად ცდილობს ზუმში შეხვედრების, იმეილების თუ ანგარიშების წერის შეთავსებას ენერგიული ბავშვების მოვლასთან და სახლის საქმესთან.
“დაბალი” სოციალური კლასები კი სახლებში ვერ რჩებიან, რადგან მათ გარეშე მართლა ყველაფერი გაჩერდება. ექთნები, სანიტრები, დამლაგებლები, ხაბაზები, მუშები, მტვირთავები, გამყიდველები, აფთიაქარები მიზერულ ხელფასზე მუშაობას აგრძელებენ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვის ფასად. მართლა სევდიანია ეს ყველაფერი. თან სოციოლოგი კი დაწერს, მაგრამ შრომის დაფასება და უსამართლო გადანაწილება არ შეიცვლება, არც პანდემიის დასრულების მერე”.