LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „მერე რა, რომ სახელმწიფოსგან განწირული და მიტოვებული მოზარდები თავს იკლავენ ჩვენ გვერდით“

198
salomeasatiani2018

ჟურნალისტი სალომე ასათიანი წერს, მაშინ, როცა ჩვენ გვერდით სასოწარკვეთილი ახალგაზრდები თავს იკლავენ, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ყურება გვიწევს.

„აი, ხომ ცალსახად წარმოუდგენელი უგუნურებაა ახლა ხელისუფლების მხრიდან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ასე დაჭერა? მაგრამ თან, არც არის. დაძაბულობის გაზრდით, პოლარიზაციის გაღრმავებით, ორმხრივი აგრესიის ინტენსიფიკაციით და ტელეგადაცემებში ისტერიით მთავრობა მიაღწევს იმას, რომ კიდევ დიდხანს არავინ ეყოლება სერიოზულად და არსობრივად მომკითხავი სიღატაკის, ჩაგვრის, პანდემიის, ბანკის ვალების, წამლების ფასების, იმ უამრავი კრიზისის შესახებ, რომლებიც დღითიდღე ღრმავდება და რომლებიც მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ყოველდღიური სასოწარკვეთის წყაროა. ქუჩიდან ასეთი საკითხები არ ირჩევა, ქუჩის პოლიტიკა ვიცით რაც არის. ერთპარტიული პარლამენტიც ხელს აძლევთ ახლა და ოპოზიციასთან ეს დაპირისპირებაც, რადგან ამ ზელვაში თუ დუღილში პასუხსაც არავინ თხოვს. და ჩვენც გამოწერილი გვაქვს ამის ყურება. მერე რა, რომ სახელმწიფოსგან განწირული და მიტოვებული მოზარდები თავს იკლავენ ჩვენ გვერდით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები