LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „ეს დაწყევლილი წრე უნდა გავარღვიოთ როგორმე…“

103
asatiani2011

ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებებით და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მმართველი ძალა თავისივე ფარისევლობით გაიჟღინთა.

„პოლიტიკური “ძალები” და მათი განსაკუთრებულად ტვინგაცხელებული მომხრეები არასოდეს დაამთავრებენ ფარისევლურ და ამორალურ თამაშობებს  “თქვენი დარბევა-ჩვენი დარბევა”, “თქვენი ძალადობა-ჩვენი ძალადობა”, “თქვენი მკვდრები-ჩვენი მკვდრები” სათაურის ვარიაციებით. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის გასარღვევად. სახელმწიფოს რეპრესიული აპარატებით მოქალაქეების ჩაგვრა ძალადობაა, ვინც უნდა აკეთებდეს ამას. “ძალა”, რომელიც უკვე 8 წელია გვმართავს და რომლის იდენტობაც ეფუძნება ერთადერთ განაცხადს – “წინამორბედები ՚უფრო՚ მოძალადეები იყვნენ”, თავიდან ფეხებამდეა უკვე გაჟღენთილი თავისივე ფარისევლობით. რეპრესიული აპარატების აწყვეტაც არსენალში აქვს და მშვენივრად იყენებს, “ფარული ჩანაწერების” სიბინძურესაც ვერ გავცდით და სისტემაში შენარჩუნებული სადისტი გამომძიებლები ისე აკაჩავებენ უდანაშაულო თინეიჯერებს, რომ ისინი  თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. სახელმწიფო მოქალაქეებისაა და არა ურჩხული-პარტიების, რომლებიც თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პროპაგანდა ხვალიდან, ალბათ, ისევ დაიწყებს ლინგვისტური ნიუანსების გამოკვეთას “ძალის გამოყენებას” და “ძალადობას” შორის, მაგრამ ეს ფირფიტა ძალიან დაძველდა უკვე. ეს დაწყევლილი წრე უნდა გავარღვიოთ როგორმე. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები