ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ შსს-მ ორი დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკითხვამ მშვიდად ჩაიარა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ხუთ წუთში კი გამომძებელი დააკავეს:
„ორი დღის წინ საგანგებო ბრიფინგი მოაწყვეს და ბიჭი არც მარტო დაგვიკითხავს და არც არაფერი გვიწყენინებიაო, დიდი ამბით გვამცნეს. ბავშვის სიკვდილიდან ხუთ წუთში ასეთი რა გამოიკვეთა ნეტავი, უცებ გამომძიებელს რომ აკავებენ. მართლა საბავშვო ბაღი ვგონივართ. ეს იაფფასიანი პიარსვლები ერთმანეთს დაუდგან სპექტაკლად. არ ვტყუვდებით“.