LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: “ამ ქალმა ზუსტად გვაჩვენა – რომ როგორც უნდა “მოგვკლან” და ჩაგვახშონ, მაინც ბოლომდე უნდა ვეცადოთ არ დავწვეთ”

324
BeFunky-collage

ჟურნალისტი სალომე რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას საპროტესტო გამოსვლას ეხმიანება და წერს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი რამ გააკეთა ოვსიანნიკოვამ მოწოდებით –  “შეაჩერეთ ომი! არა ომს!”.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

“მარინა ოვსიანიკოვამ ვერაფერი რომც ვერ “შეცვალოს”, სტუდიაში იმ პლაკატის გაშლით მაინც ყველაფერზე მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა. უსამართლობის და სისასტიკის მანქანების წინააღმდეგ ამბოხება – მით უმეტეს სწორედაც განწირული ამბოხება – უკვე თავისთავადაა თვითკმარი და დასრულებული აქტი.

ესაა ერთადერთი გზა იმის საჩვენებლად, რომ ადამიანები ვართ და ცოცხლები ვართ. და რომ სადღაც მაინც ფეთქავს სინდისი – მძლავრი ზეწოლის, შიშის, ყოვლისმომცველი კონფორმიზმის და იმპერიალისტური აღტკინების მიუხედავად.

“ის მკვდარია, მაგრამ დაწოლაზე უარს აცხადებს” – ერთი ძველი ინგლისური სიმღერაა ასეთი ტექსტით. ამ ქალმა ზუსტად ეს გვაჩვენა – რომ როგორც უნდა “მოგვკლან” და ჩაგვახშონ, მაინც ბოლომდე უნდა ვეცადოთ არ დავწვეთ”, – წერს სალომე ასათიანი.

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერი ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.