LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალაჰი და „ოქროს ბურთი“: მსოფლიოს გადატრიალება უახლოვდება (კარიკატურა)

91

ათი წელია უკვე, რაც მსოფლიო ფეხბურთში ორი უცხოპლანეტელი ბატონობს. ერთმანეთს ორი არაამქვეყნიური ფეხბურთელი ეჯიბრება – ხან მესი ჯობნის, ხან რონალდო და სწორედ ისინი იყოფენ ყოველწლიურად საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. 5 „ოქროს ბურთი“ აქვს მესის, 5 – რონალდოს. რამდენმა მაგარმა ტიპმა სცადა, მაგრამ არ გამოჩენილა არავინ დედამიწაზე, ვინც მათ ბრძოლაში ჩაერეოდა. ახლაც მათ შორის უნდა გათამაშდეს მორიგი „ოქროს ბურთი“, თუმცა ჰორიზონტზე გამოჩნდა ერთი ყმაწვილი, რომელსაც თითქოს შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მონსტრებს: მოჰამედ სალაჰი – ეგვიპტელი ფარაონი, რომელმაც უკვე დაიპყრო ინგლისი და თუ ევროპაც მიაყოლა (ანუ ჩემპიონთა ლიგა), ეგებ მართლაც გადატრიალება მოახდინოს და დაამხოს მესი-რონალდოს ჰეგემონია.

 

მოჰამედ სალაჰი და „ოქროს ბურთი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები