LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვებით მოწამვლის შემთხვევა საფრანგეთში – ხანდაზმულთა თავშესაფარში ხუთი ადამიანი დაიღუპა

99
bf598a928c7b7aabbd0d6c4b2f13ec61610188b2_0

საფრანგეთში, ქალაქ ლერმის ერთ-ერთ ხანდაზმულთა თავშესაფარში 5 ადამიანი გარდაიცვალა. 20 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას “france24” ავრცელებს.

ადამიანების გარდაცვალების და მოწამვლის მიზეზად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სადილის შემდეგ 22 ადამიანს გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქტებს ექსპერტიზა უტარდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები