რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ თამარ მაყაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დილის რუტინაზე ისაუბრა.
თამარ, როგორ იწყება შენი დილა?
დილას ვიწყებ რუტინულად, ბავშვები, ძაღლები… დაალაგე, გახეხე… ამ ყველაფერს ვაკეთებ ისე, რომ მონოსპექტაკლი მაქვს, თან ვმღერი. არაერთხელ მოუყოლიათ ეს ჩემს შვილებს, ბოლო ხმაზე იწყებს სიმღერასო, მაგრამ მე არ მაინტერესებს, 6-7 საათზე რომ ავდგები, მაშინ ვიწყებ ამის კეთებას და მაშინ ვარ ამის ხასიათზე.
შვილიშვილები თუ გეხმარებიან?
აუცილებლად, დილიდან ყველაფერი დაალაგეს თავის ჭკუაზე (იცინის). ჩემს სახლში რაც იციან, დალაგება იციან ხუთიანზე. მერე ვეძებთ, ვინ სად არის, ბავშვები სად არიან, ტანსაცმელი სად არის…
რუსკა და ნინუცაც ასე აქტიურად იწყებენ დილას?
რასაკვირველია, უფროსი გიჟურად იწყებს დილას, რადგან მოგეხსენებათ, ყოვლად დალაგებული ბავშვები გვყავს სახლში, ხან ჭაღიდან უნდა ჩამოხსნა ერთი და ხან საწოლის ქვეშიდან უნდა გამოიღო მეორე. მეორე ახლა დაკავებულია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და უნდა დაუმესიჯოთ ნომერზე 0903300353, რომ გადავარჩინოთ გავარდნას. მე ხომ იცით, საკუთარი შვილების მიმართ როგორი კრიტიკული ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ნამდვილად არ არის ცუდი, არც გადასარევი არ არის, რომ დედა, რა ვნახე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ არის.
გადაცემის ჩანაწერი: