საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, შოვში საოჯახო სასტუმრო „აპოლონი“ ფართოვდება.
„თავდაპირველად, ბიზნესი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყეთ. შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით. ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და პარტნიორობის ფარგლებში განვავითარეთ ბიზნესი. დღეს ჩვენი საქმიანობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში და კურორტ შოვში, 2 საოჯახო ტიპის სასტუმროსა და 4 კოტეჯს აერთიანებს და 50-მდე დამსვენებელს მასპინძლობს. ნაძვნარი, სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება და სრული კომფორტი“, – აცხადებს „შოვი აპოლონის“ დამფუძნებელი, მარინე გოშაძე.
მისივე თქმით, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებელმა დრო მყუდროდ და კომფორტულად გაატაროს.