LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი ქვეყნისთვის 300 დოლარიც რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, სამარცხვინოა“ – კობახიძე ჟურნალისტს

221
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკურ საკითხებს და ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა დენდროლოგიური პარკის ჯერ შვილზე, ბერა ივანიშვილზე და შემდეგ მეუღლეზე ეკატერინე ხვედელიძეზე გადაფორმებას, კობახიძის თქმით, ეს არის ტექნიკური საკითხი და სასპეკულაციო არაფერია. მმართველი პარტიის თავმდჯომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს.

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა

„ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის ქონების გადაცემის საკითხს“

„მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სამი მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500 მარტო ეკლესია-მონასტერი არის აღდგენილი და რეაბილიტირებული, უამრავი თეატრი და აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ კონკრეტული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა ის წლების განმავლობაში.

როდესაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებაზეა საუბარი და დღეს ისეთი ადამიანები გამოდიან რომელსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ და საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ, ნუ სირცხვილია უბრალოდ,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ჟურნალისტს ჰკითხა რამდენი დაუხარჯავს თავად ქველმოქმედებისთვის, როცა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე საუბრობს.

„3 ათასი ლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარიც კი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნისთვის 300 დოლარიც რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის სამ მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სამარცხვინო,“ – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები