LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში და მსოფლიოს ყველა კუთხეში” – ბაიდენი

137
ჯო ბაიდენი

საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში და მსოფლიოს ყველა კუთხეში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია.

„ბევრმა თქვენგანმა, ვინც უფროსები ხართ, უკეთ იციან, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი.

ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველა თქვენგანისთვის ამაღამ არის: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები