გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი 22 წლის ნიკოლოზ კვარცხელიას დედის განცხადებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.
იზა ომაძე ამბობს, რომ შვილის მკვლელებს პატიობს.
,,უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინაც ნიკოს მკვლელი გაზარდა ” … საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს”,- წერს ანი შაქარაშვილი.
შეგახსნებეთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ 15 სექტემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამ დღეს ანჯაფარიძის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა გაისმა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მისამართით, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.
ამასთან, პროკურატურამ ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 პირის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება მიიღო. უწყება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.