LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს…რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ: ნათია ფანჯიკიძე

176
ნათია ფანჯიკიძე

„საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს…რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რუსული პროდუქტის შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც ფანჯიკიძე წერს, „თითოეულმა ადამიანმა რომ არ გადავიხადოთ არცერთი თეთრი რუსულ პროდუქტში, მთლიანობაში ამითაც დავარტყამთ რუსულ ეკონომიკას“.

„ცხინვალიდან ტანკები გაიყვანა ურდომ, უკრაინისკენ გადაისროლა, გულდაწყვეტილია და თან, ჭკვიანად რომ ვიყოთ, დაბომბვით და ქიმიური იარაღით გვემუქრება.

კიდევ შეგახსენებთ ძველ რაჭულ ანდაზას “ზღვა კოვზით დაილევა”, თითოეულმა ადამიანმა რომ არ გადავიხადოთ არცერთი თეთრი რუსულ პროდუქტში, მთლიანობაში ამითაც დავარტყამთ. რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ. საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს, რამდენადაც უშუალოდ ხელი მიგვიწვდება. ასევე არ დაგავიწყდეთ, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. იყიდი რუსულ მაკარონს, – აფინანსებ მათთვის სასროლ ტყვიას. ლუკოილიც რუსულია, იცოდეთ. გადადით სხვა საწვავზე გთხოვთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მუქარის საფუძველი არ გააჩნიათ, – მილიონჯერ არიან ნამყოფი ლუგარში“, – წერს ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები