ბიონსესა და მისი მეუღლის, ჯეი-ზის ერთად გამოჩენა დიდ შვიათობას წარმოადგენს, თუმცა მოხერხებულმა პაპარაცებმა მათი გადაღება მაინც მოახერხეს. წყვილი სანტა-მონიკას ქუჩებში დააფიქსირეს, როგორც ჩანს, „სოულის დედოფალსა“ და რეპერს პაემანი ჰქონდათ. ისინი ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ და იღიმოდნენ.
41 წლის ბიონსეს ლურჯი მინი ქვედაბოლო ეცვა, მის „ლუქს“ Femme-ს 206 ევროიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და „ლუი ვიტონის“ ჩანთა ასრულებდა.
„გუჩის“ „ქალთევზა კაბაში“ გამოწყობილი ბიონსე „არტ-გალაზე“ ჯეი-ზისთან ერთად ბრწყინავს
ახალი ალბომის გამოსვლის აღსანიშნავად ბიონსემ გრანდიოზული წვეულება მოაწყო – ფოტოები „ინსტაგრამიდან“