LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო სერიალის, „მეგობრების“ სპეციალური სერიის პრემიერა მომდევნო კვირაში შედგება

76
41271632-0-image-a-18-1617382388956

„მეგობრების“ გულშემატკივრები უკვე საკმაოდ დიდი ხანია სერიალის სპეციალურ ეპიზოდს ელოდებიან, თუმცა, მისი გამოსვლის თარიღმა პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ გადაღებები დასრულდა და ახალ ეპიზოდს უკვე მომდევნო კვირაში, HBO Max-ს ეთერში ვიხილავთ.

სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობმა დევიდ შვიმერმა განაცხადა, რომ ახალ სერიალში ექვსივე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას, ასევე გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მეგობრები“ 27 წლის შემდეგ კვლავ მონიკას სახლში გაერთიანდებიან. პრემიერის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

„ეს დეჟავუა“ – „მეგობრები“ 27 წლის შემდეგ კვლავ მონიკას სახლში გაერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები