თბილისის საკრებულოს წევრებმა , თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსის მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
თბილისში მოძრავი 500-ზე მეტი მუნიციპალური ავტობუსიდან 2 მათგანს ქალი მართავს. საკრებულოს წევრმა თინათინ ნიბლოშვილმა ქალ მძღოლებს თაიგულები გადასცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს უამრავი მოქალაქის სიცოცხლე აბარია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ამ რთული, თუმცა საინტერესო პროფესიით’’, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.