LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს დეპუტატმა ჯავახეთის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

32

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დარახველიძემ ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, N45-ე ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

საკრებულოს ინფორმაციით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
დეპუტატის განცხადებით, ჯავახეთის ქუჩის რეაბილიტაცია მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული ერთ-ერთი დაპირების შესრულებაა და ამ ქუჩაზე დღეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

“გზის საფარის დაგება 2016 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, მაგრამ უკვე მიმდინარე წელს გამოთავისუფლებულმა საბიუჯეტო თანხებმა, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების საშუალება დაგეგმილზე ადრე მოგვცა”, _ განაცხადა ლევან დარახველიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე დღეში ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს ახალი გზით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები