LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა ორ მილიარდ ლარამდე გაიზრდება

132
0000

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები