LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება

118
photo_2023-10-03_11-52-32

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს. პროცესში 11:00 საათზე განახლდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათზე დაიწყო.

საკითხს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

ვოლსკი: „თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს“

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები