LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს – ირაკლი კობახიძე

47

საზოგადოებაში ნეგატიურად აღქმის ტრადიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ უნდა შევცვალოთ, ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძებ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს.

„არის ყბადაღებული თემა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება. ზოგადად, კონსტიტუციული ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება საზოგადოებაში და მნიშვმნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ვიმუშაოთ, ტრადიცია შევცვალოთ და სწორი მიმართულებით წარვმართოთ პროცესები. თან უნდა შევიტანოთ ისეთი ფუნდამენტური პრინციპები კონსტიტუციაში, რომელიც გაუძლებს დროს და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები