LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკოლექციო დანიშნულების მონეტების დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

109

“2018 წელს საქართველო, სხვა მნიშვნელოვან თარიღებთან ერთად, ორ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავს – 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს” – ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

სები ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს და საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების პროექტს გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მარტს, მონეტების დიზაინის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საჯაროა და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა. კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები