LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ სასურველია ელექტრომობილების წარმოება საქართველოში, მაგრამ რთული – ლევან დავითაშვილი

103
ipiccy-image

„საკმაოდ სასურველია ელექტრომობილების წარმოება საქართველოში, მაგრამ რთული“, – ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. მას შემდეგ, რაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პროექტი გაჩერდა, მთავრობა გეგმავს მის ნაცვლად ადგილზე ელექტრობატარეების წარმოება წაახალისოს.

„პანდემიამ თავისი კორექტივები ალბათ შეიტანა. ჩვენთვის ასეთი სახის სამრეწველო ინვესტიციები, რომელმაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაასაქმოს, ძალიან პრიორიტეტულია. თუ მოხერხდა და იქნება ელექტრობატარეების წარმოებით დაინტერესება, ჩვენ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. 23 თებერვალს ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს, მათ შორის ელექტრომობილებისა და ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობის განხილვისთვის. ამ კვირაში შედგება ეს შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები