LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკითხის დისკრედიტაციას ახდენთ და ცდილობთ კითხვები ქსენოფობიად წარმოაჩინოთ, ეს არის თქვენი პრობლემა: ვარლამ გოლეთიანი

116
ვარლამ გოლეთიანი

“თუ დანახვა გინდათ კარგად ჩანს და უნდა ხედავდეთ – არავის ის მიზანდასახულობა არ აქვს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან მოქალაქეებს რამე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს. გვაქვს პრეტენზია თქვენთან, როგორც ჩვენს ხელისუფლებასთან. ჩვენ, ათასობით ადამიანს მიგვაჩნია, რომ ხეობის გადაცემა არის პრობლემა და ის გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი ასპექტით იქნება გამოხატული”, – ამ სიტყვით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პარლამენტში მინისტრებს მიმართა.

სამოქალაქო აქტივისტმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ “რიონის ხეობა” სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიული არეალია, დიდი ტერიტორია, რომლის უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემის წინააღმდეგი დაახლოებით 15 000 ათასი ადამიანია და აქ არავის შეურაცხყოფაზე საუბარი არაა.

“შეიძლება ბევრი ნამყოფი არ არის და ვერ აცნობიერებს, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს გახლავთ ქუთაისი-ალპანის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც  უცხოელი ინვესტორის ხელში გადადის. როცა თქვენ ამასთან დაკავშირებულ კითხვებს, რაც მოსახლეობაში ჩნდება, პირდაპირ საკითხის დისკრედიტაციას ახდენთ და ცდილობთ, რომ ეს კითხვები ქსენოფობიად წარმოაჩინოთ, ეს არის თქვენი პრობლემა“. – განაცხადა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ვარლამ გოლეთაინმა, რომელზეც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენდნენ.

სამოქალაქო ატივისტმა თქვა, რომ მოსახლეობას ხშირად ეშინია ხოლმე ამ საკითხების დაყენება, მაგრამ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

“ნუ გავაჩენთ ამ უფსკრულს მოსახლეობასა და თქვენს შორის. ახლა რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყველანი ერთად, ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლებაც ერთ ხაზზე დალაგდით და ჩვენ, მოსახლეობა მეორე მხარეს ვართ.

ეს რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და რაღაცნაირად ცდილობთ, რომ ჩვენი, დიდი ნაწილის მარგინალიზება მოახდინოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ –  ვფიქრობ, თქვენ ამის საშუალებას არავინ მოგცემთ, უმრავლესობის აზრი, არგუმენტებზე დაფუძნებული აზრი, არის უპირატესი”. – აღნიშნა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

ამავე თემაზე:

ეს ქვეყანა ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ, არაფერი აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო, ეკონომიკაც არ გვექნება – ზარქუა

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

თურნავა უცხოელ ინვესტორებზე: ინვესტორია „ენერგო პროც“, მაგრამ მოიკიდა კისერზე ჩვენი მიწა და გაიტანა ჩეხეთში?

ნათია თურნავამ „ნამახვანიჰესის“ გარშემო მიმდინარე კრიტიკა სამ ნაწილად დაყო: “თუ პირველ ორს იზიარებენ, რიტორიკაში არავის შევყვებით”

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია – მინისტრი