კოვიდ პანდემიის პირობებში ამოქმედებული რეგულაციების შემსუბუქების პროცესი გრძელდება.
დღეიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა 7 ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი.
საზღვრის გადმოკვეთის პირობა სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება.
ამასთანავე დღეიდან, სრულად იხსნება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება.