LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში შეგზავნა, წყალი მომიტანეო, რომ გამოვიდა, ბავშვი უკვე აღარ დახვდა“– შიდა ქართლში, რამდენიმე დღეა 14 წლის გოგოს ეძებენ

2829
პოლიცია

შიდა ქართლში, რამდენიმე დღეა 14 წლის გოგოს ეძებენ.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, მოზარდი კასპის მუნიციპალიტეტში მოულოდნელად გაუჩინარდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სოფელ სასირეთში სტუმრად თბილისიდან იყო ჩასული. ის ადგილობრივებმა ბოლოს 3 დღის წინ, შუადღით ნახეს.

სოფლის მოსახლეობას მოზარდის გაუჩინარების შესაძლო ვერსიებზე საუბარი უჭირს.

„თვითონ ამ ბავშვმა პატარა გოგო სახლში შეგზავნა, წყალი მომიტანეო, რომ გამოვიდა, ბავშვი უკვე აღარ დახვდა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

საქმეში უკვე ჩართულები არიან სამართალდამცველები, ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. კასპის სამმართველოში გამოიკითხნენ დაკარგული გოგონას მასპინძელი ოჯახის წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები