ფინეთში სახლში მიტანის სერვისი დრონით გაზაფხულზე დაიწყება. კომპანია Wing-ში განცხადეს, რომ პირველ საცდელ ფრენას ჰელსინკიში, 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს და უპილოტო საფრენი აპარატით მომხმარებლებამდე 1.5 კილოგრამამდე ტვირთს, 10 კილომეტრის რადიუსში მიიტანს.
Wing-მა Alphabet-ის ფრთის ქვეშ კომპანიის სტატუსი ივლისში მიიღო. Alphabet-მა 2-ექსპერიმენტულ პროექტზე, Loon-ზე და Wing-ზე მუშაობა ზაფხულში დაასრულა. Loon-ი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არმქონე ადგილებში ინტერნეტ სიგნალის გასავრცელებლად საჰაერო ბურთებს იყენებს, ხოლო Wing-ი დრონით მიტანის სერვისს ავითარებს.