ბრიტანელ წყვილს Ryanair-ის თვითმფრინავი აერია და სახლიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით გაფრინდა. დაბნეული ტურისტების შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Mirror-მა გაავრცელა.
ელიზ მალია და ჯესი ჯეზეკელი მარსელში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩაფრინდნენ. საფრანგეთიდან ისინი ლონდონში უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა შემთხვევით რეისი აერიათ და ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდნენ.
თვითმფრინავი უკვე დასაჯდომად ემზადებოდა, როცა ბორტგამცილებელი ესპანურად ალაპარაკდა, ტურისტებიც მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
თუ ზუსტად რატომ ან როგორ მოხდა ასეთი შეცდომა, ბრიტანელებმა არ იციან, ჩასხდომის წინ მათი ბილეთები ნამდვილად შეამოწმეს.
საბოლოო ჯამში სახლში დაბრუნება მათ თავისივე ხარჯებით მოუხდათ, რადგან ავიაკომპანია ასეთ გაუგებრობებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.