LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლის საშობაოდ მოსართავად წყვილმა რამდენიმე ათასი დახარჯა

84

ქალაქ ნიუპორტში (უელსი) მხცოვრებმა წყვილმა სახლის საშობაოდ მორთვისთვის რამდენიმე ათასი ფუნტი დახარჯა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

შეილა ჯილმა და ჯონ რეინოლდსმა სახლი უამრავი ნათურით და სხვადასხვა ფიგურით მორთეს. მსურველებს, 2 ფუნტის გადახდის შემთხვევაში, სტუმრობის და სახლის დათვალიერების ნებას აძლევენ. მიღებულ შემოსავალს წყვილი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.

2015 წელს უელსის მცხოვრებლებმა ამ გზით უკვე გამოიმუშავეს 17,5 ათასი ფუნტი. ზუსტი თანხა, რაც მათ სახლის მორთვისთვის დახარჯეს, უცნობია. მათი დეკორაცია ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს.

„შარშან სახლის სანახავად ხალხი მთელი ქვეყნიდან ჩამოდიოდა, მათ შორის მანჩესტერიდან და ლონდონიდან,“ – განაცხადა რეინოლდსმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები