LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს ობიექტური, დამოუკიდებელი ხედვა აქვს და ეს „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება: სერგო ჩიხლაძე

136
sergo-chikhladze

„ძალიან ცუდი ინიციატივაა, ის ეწინააღმდეგება, როგორც ქვეყნის ინტერესებს, ასევე ჩვენ დასავლურ მისწრაფებებს“,-ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ის ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ აღნიშნული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს, უმრავლესობის მხრიდან წარმოადგენს ღია გზავნილს ყველა მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის

„დისკომფორტი შეუქმნა ამ ინსტიტუტმა ხელისუფლებას. დამოუკიდებელი დასკვნა დადო ლაშქარავას საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე, მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე, ასევე იყო აუდიტის ბევრ დასკვნებზე, სადაც დამოუკიდებელი ქმედებები განახორციელა.

აღმოჩნდა, რომ სახელწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს ობიექტური, დამოუკიდებელი ხედვა აქვს და ეს „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება. მას უნდა მორჩილი „მონა“ ინსტიტუციები ყველგან და ყველა დონეზე.

ახალი წლის წინა პერიოდში, მაშინ, როდესაც დასავლეთის ბევრი დიპლომატი საშობაო არდადეგებზეა, ადამიანების ყურადღება სხვა ამბებისკენ არის გადართული და თვითონ სახელმწიფო ინსპექტორიც დეკრეტულ შვებულებაში იყო, ასე მალულად და ქურდულად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

რა თქმა უნდა. ეს არის სიგნალი სხვა ინსტიტუციებისთვის, რომ თუ რაღაცას დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოიძიებენ და დასკვნას დადებენ, იგივე ელოდება. ან სამსახურიდან გაგიშვებენ, ან რეორგანიზაციას მოახდენენ და ან საერთოდ გააუქმებენ სამსახურს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნინშული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ მათი თქმით ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს, უმრავლესობის მხრიდან წარმოადგენს ღია გზავნილს ყველა მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები