LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამოყენებაზე ინფორმაცია იყო – აშშ საქართველოზე

235
ashshsaxdep

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს წამებას და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში.

„2017 წელს პარლამენტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ წამებისა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას მოსთხოვა 2013-2017 წლებში პოლიციისა და პენიტენციალური სისტემის თანამშრომლების მიერ ამგვარი მოპყრობის 72 ბრალდება გამოეძია,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ გამოავლინა დამნაშავეები.

„სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ ამგვარი საქმეების გამოძიების არსებული სისტემა არც ეფექტურია და არც დამოუკიდებელი. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციით გამოდიან შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რათა გამოძიებული იყოს ბოროტად მოპყრობის ბრალდებები. ისინი კვლავ მოითხოვენ სამართალდამცველების უფრო დიდ ზედამხედველობას,“ – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საია-მ პროკურატურას გამოსაძიებლად ექვსი საჩივარი გადასცა პატიმრებისგან წამების და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის საკითხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები