ბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
ჰარცელის შეფასებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს დახურული ინსტიტუტების მონიტორინგის შესაძლებლობა.
„ბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას. ეს არის ის, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, ხაზი გავუსვა ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. როდესაც ეს ეხება უფრო ფართო საკითხს, ინსტიტუციონალიზაცია დიდი ხანია, არის მიზანი, რომელზეც ევროკავშირი მთავრობებთან ვმუშაoბთ 2005 წლიდან, მათ შორის იუნისეფთან ერთად. არსებული სიტუაცია გვაფიქრებს, ხომ არ არის საჭირო ამ საკითხზე დამატებითი ნაბიჯების გადადგმა”
“მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს ვალდებულება „ბავშვთა უფლებების კოდექსში“ და მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რაზეც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მოხარულები იქნებიან, მხარი დაუჭირონ. დაბოლოს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, სახალხო დამცველს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რომ დახურულ ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.