Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სახელმწიფოს ინსტიტუტებია სასწორზე და არა ვინმეს სურვილი, რომ სახელმწიფო დაცვით იაროს – ანა ნაცვლიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს ინსტიტუტებია სასწორზე და არა ვინმეს სურვილი, რომ სახელმწიფო დაცვით იაროს – ანა ნაცვლიშვილი

81

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ ეყოლება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააპროტესტა.

ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს მწირი დასაბუთება გვარწმუნებს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო მეთაურის, უმაღლესი მთავარსარდლის უსაფრთხოების სისტემის მოშლასთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს ინსტიტუტებია სასწორზე და არა ვინმეს პირადი სურვილი, რომ დადიოდეს სახელმწიფო დაცვით,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის პასუხად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვაზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, მაგრამ ეს საჭიროების მიხედვით, რისკების შეფასების საფუძველზე მოხდება.

კომიტეტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, დაცვის ნაცვლად ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები