სახელმწიფოს გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” – ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ ქვეყანა საკუთარი უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, არ აუქმებს ხელშეკრულებას და კონსურციუმს თანხების მოზიდვის საშუალებას წლის ბოლომდე აძლევს.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მათ დღესვე შეეძლოთ კონტრაქტის მოშლა, მაგრამ ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ინფრასტრრუქტურის მინისტრის თქმით, ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს არ მისცემენ საშუალებას, რომ მათ ანაკლიის პროექტის ჩაშლა დააბრალონ.
ირაკლი როგავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს
9 მიზეზი, რატომ უნდა გვინდოდეს ანაკლიის პორტის ამოქმედება - „რეალურად შეუქმნის ქართული სახელმწიფოს ინტერესს აფხაზებს...“
“ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან სესხი“, – ამის შესახებ ცქიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
მამუკა ხაზარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აფასებს
„ივანიშვილმა რუსეთისგან ინსტრუქცია მიიღო პორტის აშენების შესაჩერებლად“
„დღეს მოვისმინე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ხუთი-ექვსი ინვესტორი ჰყავს კონსორციუმს განხილვის რეჟიმში. რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტორების არსებობას, სწორედ ამის გამო, არ მოვშლით ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმსა და მის ინვესტორებს მივცემთ შესაძლებლობას, მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ საღამოს ამოეწურა.
რეალობა ისაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ უნდა – მამუკა ხაზარაძე