LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ წამლებზე თვითონ დაარეგულიროს ფასები – სერგეენკო

381

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მის უწყებას მედიკამენტების ფასების კონტროლის ბერკეტები არ აქვს.

მინისტრი არ აკონკრეტებს, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება წამლების ფასის მომატებაზე.

„სახელმიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია. სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ 1 ლარად აქვთ გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა, პენსიონერებს იმ ფასის ნახევრად აქვთ, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე ეხებათ შშმ პირებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მედიკამენტების ჩამონათვალი (23 მედიკამენტი) გაიზრდება, წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს მედიკამენტებზე რეალურად გავუნულოთ ეს ხარჯები,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკო ასევე, აღნიშნავს, რომ ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები შემცირებულია, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალია.

„მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს შეადგენს, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე დანახარჯები“ – აღნიშნა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები