სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს ყველა აუდიო ჩანაწერის ავთენტურობას და დაკითხავს ყველა შესაბამის პირს, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე უკვე დაიწყო 24 ოქტომბერს გამოძიება სსკ 215 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
იზორიას თქმით, შსს-სთან თანამშრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების ზომები საფრთხეების პრევენციისთვის. ამასთან, სუს-მა მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა ქართულმა მხარემ მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია.