LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უნდა გამოფხიზლდეს და გაახსენდეს თავდაპირველი მიზანი – ქვეყანაში მოქალაქე უნდა იყოს დაცული: ლანა გალდავა

101
FORTUNA.GE- (18)

“სახელმწიფო და  ხელისუფლების ორგანოები უნდა გამოფხიზლდნენ და გაახსენდეთ თავდაპირველი მიზანი – ქვეყანაში მოქალაქე უნდა იყოს დაცული.” – დღეს ამ მოწოდებებით ხელისუფლებას მრავალმა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა მიმართა, მათ შორის კი იყო პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც “1000 მშობლის მარშზე” მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მივმართავთ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ უმძიმეს დანაშაულს ბავშვების წინააღმდეგ -“ათასი მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი აქცია დაიწყო

როგორც ლანა გალდავამ “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, დღეს საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ხელისუფლებას საკუთარი ხმა გააგონოს:

“რადგან ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მათ ჩვენი ხმა გავაგონოთ. დღეს არის ქალთა დღე და ამ დღეს მოვედი როგორც დედა, რომელსაც ჰყავს შვილები და მინდა ბედნიერი დედა ვიყო ბედნიერ საქართველში. ბედნიერ საქართველოში ვერ ვიცხოვრებ, სადაც ბავშვების უფლებები არ არის დაცული და სადაც არასრულწლოვანი პოლიციაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ კვლავ ბულინგის ქვეშ აღმოჩნდა და იქამდე მივიდა მისი მდგომარეობა, რომ სუიციდამდე მიიყვანა თავი.

ამიტომაც სახელმწიფო და  ხელისუფლების ორგანოები უნდა გამოფხიზლდნენ და გაახსენდეთ თავდაპირველი მიზანი – ქვეყანაში მოქალაქე უნდა იყოს დაცული.” – განაცხადა გალდავამ.

“ათასი მშობლის მარში” რომელიც დღეს დაიწყო, 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 დიდ ქალაქში ერთდროულად გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები