2 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო”ქორთიარდმარიოტში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტობიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე პრეზენტირებული იქნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების პროექტის დებულებები.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში წარედგინა საქართველოს პარლამენტს. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თანმიმდევრულად აგრძელებს ევროკავშირთან საქართველოს მიერ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს.
ღონისძიება იმართება USAID Project Governing for Growth (G4G) in Georgia-ს მხარდაჭერით.