LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონ ლარს გამოყოფს

20

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და აღნიშნული თანხის გამოყოფას სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს.

ამ ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წელსვე დაიწყება.

“დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიღებს სარგებელს, ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები