LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” ქვესადგურების დიაგნოსტიკა თანამადროვე ტექნოლოგიით ჩატარდა

80

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ბალანსზე არსებულ ქვესადგურებში დამონტაჟებულ ელექტრომოწყობილობებზ დიაგნოსტიკა თბოვიზორის საშუალებით ჩაუტრდა. თბოვიზორი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვიდეომოწყობილობაა, რომლის ინფრაწითელი სხივები ელექტრომოწყობილობაზე დაკვირვებისა და გადახურების წერტილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, გადახურების წერტილის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება ფოტო-გადაღება, შემდეგ დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დაზიანებული კერის შეკეთება. გარდა ამისა, განხორციელდა სატრანსფორმატორო ზეთის შემოწმების სამუშაოებიც.

“სატრანსფორმატორო ზეთის დაძველებამ შესაძლებელია, ძალიან ძვირადღირებული ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. შესაბამისად, ზეთის ანალიზით წინასწარ არის შესაძლებელი მოწყობილობაში იმ ხარვეზის აღმოჩენა, რამაც შეიძლება მის მუშაობას პრობლემა შეუქმნას. დიაგნოსტიკური სამუშაოების განხორციელების შედეგად, ფაქტობრივად მინიმუმამდე დავიდა ავარიული გამორთვების რიცხვი, რაც სისტემის უსაფრთხო და საიმედო ელექტრომომორაგებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, -განაცხადეს  “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.

სამუშაოები კომპანიის დიაგნოსტიკის სამსახურმა განახორციელა. 2015 წლის განმავლობაში, სრული დიაგნოსტიკური შემოწმება ჩაუტარდა ძალოვან, დენისა და გაზის ტრანსფორმატორებს, ავტოტრანსფორმატორებს, რეაქტორებს, ამომრთველებსა და მცლელებს. შემოწმდა დამიწების კონტურები და ელექტროგადამცემი ხაზებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები