LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დიპლომატთა ჯანმრთელობას დააზღვევს

81

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყოფა.

როგორც ”ფორტუნას” ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, საგარეო უწყებისთვის ჯამში 110 მლნ ლარია გათვალისწინებული.

”დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყოფა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში დასაქმებულთა  ჯანმრთელობის დაზღვევისთვის,” – განაცხადა კაკაურიძემ.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენილი პროექტით მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 162.0 მლნ ლარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 670,0 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო სესიაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაიწყება.